saqarTvelos karsti - kokis karstruli Wa
კასტრული წარმონაქმნი არაბიკის კირქვულ მასივზე. გაგრის მუნიციპალიტეტში. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. ჭის საწყისი ნაწილი ასიმეტრიული ფორმის დოლინაა. მის სამხრეთ ფერდობზე იხსნება ვიწრო გვირაბი, რომელიც სწრაფად უკავშირდება მოზრდილ (20X18) დარბაზს. ჭის სიღრმე 15 მ-ია. მექანიკური ნალექებიდან გვხვდება ნგრევის ადგილობრივი და ზედაპირიდან ჩატანილი მასალა, თიხის მცირე ლაქები, ძაბრის ძირში მუდმივი თოვლისა და ფირნის ლაქაა.
ჰავა სტატიურია. ჭაში ჩნდება დროებითი ნაკადები. ჩასვლა ადვილია, არსებობს ჭრილი.